1999 წლის 19 ივნისს ქსელში გამოვიდა Counter-Strike-ის პირველი ბეტა-ვერსია. მას შემდეგ Half-Life-ის მოდიფიკაცია სრულფასოვან თამაშად და პლანეტის ერთ-ერთ უმთავრეს კიბერსპორტულ დისციპლინად იქცა
თავდაპირველ ბეტა-ვერსიაში სულ ოთხი რუკა იყო: cs_siege, cs_mansion, cs_wpndepot და cs_prison. "cs_" ნიშნავს, რომ სპეცრაზმის ამოცანაა მძევლების გადარჩენა. პირველი "de_" ნიშნიანი, ანუ რუკები ბომბის დადებაზე მხოლოდ 1999 წლის ნოემბერში გამოვიდა, ეს რუკები იყო - de_nuke, de_dust და de_prodigy.
თამაშის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო AK-47. პირველი "ბეტას" არსენალში შედიოდა ორი პისტოლეტი - Glock და USP, ერთი ვინჩესტერი - M3, ორი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი TMP და MP5, ერთი შაშხანა - M4A1, ორი სნაიპერული შაშხანა - AWSM (მომავალი AWP) და G3SG/1, ასევე ტყვიამფრქვევი M249. სხვათაშორის USP-ს და M4A1-ს თავდაპირველად არ ჰქონდათ მაყუჩები, ისინი მხოლოდ მეორე "ბეტაში" AK-47-თან ერთად დაემატა
თავდაპირველად თითოეულ მხარეში მხოლოდ ერთი ფრაქცია შედიოდა. სპეცრაზმს ჰქონდა Seal Team 6-ის მოდელი, ხოლო ტერორისტებს კი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის. მოგვიანებით ეს უკანასკნელი The Phoenix Faction-ის მოდელად იქცა.
Half-Life-ის ბეტა ტესტირება ტარდებოდა 1999 წლის 19 ივნისიდან 2000 წლის სექტემბრამდე. ბოლო "ბეტა" ვერსია იყო 7.1. Counter-Strike-ის ოფიციალური რელიზი 2000 წლის 9 დეკემბერს შედგა.
თამაშის პირველი ბეტა-ვერსია Valve-ს მხარდაჭერის გარეშე გამოვიდა. კომპანია მოდიფიკაციების შემქმნელებს მხოლოდ 2000 წლის გაზაფხულზე მიაგნო, რის შემდეგაც Valve-ს მხარდაჭერით მათ კიდევ რამდენიმე ბეტა-ვერსია გამოუშვეს. 2000 წელს 1.0-ის ოფიციალური რელიზიდან 2003 წლის სექტემბრამდე თამაშის ხუთი ვერსია გამოვიდა, ხოლო ბოლო კი იყო Counter-Strike 1.6. Valve-მ მოგვიანებით გამოუშვა თამაშის გაგრძელება: 2004 წლის 23 მარტს დარელიზდა Condition Zero, 2004 წლის ოქტომბერში კი Source. ისინი მოთამაშეებს არ მოეწონათ, რამაც კითხვის ნიშანი დაუსვა Counter-Strike-ის, როგორც კიბერსპორტული დისციპლინის მომავალს. Counter-Strike-ის ფინალური ვერსია ამჟამად არის Global Offensive, რომლის რელიზიც 2012 წლის 21 აგვისტოს შედგა.