ავტორი: Se_IaQe
დაემატა: 16-07-2026, 15:48
როგორც წესი, სისტემურ ბირთვში პრობლემის შექმნის შემთხვევაში Windows ავტომატურად რესტარტდება. ასეთ დროს ვერ ხერხდება შეცდომის მიზეზის გაგება და მისი მოგვარება. იმისათვის, რომ გავიგოთ შეცდომის გამომწვევი მიზეზი საჭიროა გავთიშოთ ავტომატური გადარესტარტება.
შევდივართ სისტემის თვისებებში. მარჯვენა ღილაკით ვაკლიკებთ - My Computer -> Properties.
შემდეგ გადავდივართ: Advanced და ვირჩევთ - Startup And Recovery -> Settings.
გახსნილ ფანჯარაში მოაშორეთ Automatically Restart-ის გასწვრივ მყოფი მწვანე ნიშნული და დააჭირეთ OK-ს. ამის შემდეგ პრობლემის შექმნის შემთხვევაში ლურჯ ფონზე გამოჩნდება ტექსტი შეცდომის აღწერითა და გამომწვევი მიზეზებით.