ავტორი: Se_IaQe
დაემატა: გუშინ, 19:39
Counter-Strike 1.6-ის უძლიერესი მოთამაშეები, რომელთა სახელებთან დაკავშირებულია არამხოლოდ დისციპლინის, არამედ მთლიანი კიბერსპორტის განვითარება.
10. რომან "Roman R." რეინჰარდტი
გერმანელი კიბერსპორტსმენი - რომან "Roman R." რეინჰარდტი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ გუნდში თამაშობდა. ლეგენდარული mousesports-ის გულმა და სულმა გუნდი 2007 wels დატოვა და Alternate-ში გადავიდა. მას სურდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ გერმანული Counter-Strike ცოცხალია. რეინჰარდტმა კარიერა 2002 წელს დაიწყო და 2012 წელს Counter-Strike: Global Offensive-ის გამოსვლის შემდეგ დაასრულა. კარიერის განმავლობაში დაახლოებით 68 000 დოლარი აქვს გამომუშავებული, თუმცა იმ პერიოდში როდესაც Roman R.-მა კარიერა დაიწყო ფულისთვის არც თამაშობდნენ, არამედ იდეისთვის.
9. რაფაელ "cogu" კამარგო
ბრაზილია სპორტის მხრივ წარმატებულია არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ კიბერსპორტშიც. ბრაზილიაში ძალიან პოპულარულია League of Legends, CS:GO და Dota 2-ი. გაბრიელ "FalleN" ტოლედოს გამოჩენამდე, რომელიც სხვათაშორის CS:GO-ს დღემდე თამაშობს ყველაზე პოპულარული ბრაზილიელი კიბერსპორტსმენი რაფაელ "cogu" კამარგო იყო. ხშირად cogu-ს "კიბერსპორტის პელეს" და "ბრაზილიელ ქილერს" უწოდებდნენ. ის Counter-Strike 1.6-ის ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სნაიპერად ითვლებოდა. კამარგომ კარიერა 2001 წელს დაიწყო, თუმცა პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად მას ხუთი წელი დასჭირდა, როდესაც 2006 წელს MIBR-მა იმდროინდელი მსოფლიო ჩემპიონატი ESWC 2006 მოიგო. მოთამაშის კარიერა 2017 წელს დაასრულა, მაგრამ ახლა cogu ბრაზილიურ როსტერებს წვრთნის.
8. კაილ "KSharp" მილერი
Counter-Strike-ის ჩრდილოეთ ამერიკული პროფესიონალური სცენის ლეგენდამ - კაილ "KSharp" მილერმა ერთ-ერთ თავის პირველ ინტერვიუში თქვა, რომ კიბერსპორტში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა და უბრალოდ CPL-ის მოგებაზე ოცნებობდა. მან კარიერა 2002 წელს დაიწყო და Team 3D-სთან CPL Winter-ის მოგება იმავე წელს შეძლო, ამიტომაც იძულებული გახდა სხვა რამეზე ეოცნება. KSharp-მა შუთერის ფანებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ World Cyber Games-ის ჩემპიონი ერთბაშად ორ დისციპლინაში - Counter-Strike 1.6-ში და Counter-Strike: Condition Zero-ში მოიპოვა. კაილმა თავისი ძალები Counter-Strike: Source-შიც სცადა, თუმცა ამ დისციპლინაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.
7. დენი "zonic" სორენსენი
Counter-Strike 1.6-ის ეპოქის ლეგენდარული ტაქტიკოსი, რომელმაც დისციპლინის განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. მან CS-ის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის WCG, ESWC, KODE 5, IEM, WEM, DreamHack და დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო. ახლა ის CS:GO-ს საუკეთესო კლუბს - Astralis-ს წვრთნის, რომელმაც ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
6. ჯორდან "n0thing" გილბერტი
ამერიკელი კიბერსპორტსმენი ჯორდან "n0thing" გილბერტი პოპულარული CPL Winter 2007-ის შემდეგ გახდა. მისმა გუნდმა - X3O-მ საუკეთესო ჩრდილოეთ ამერიკული კოლექტივები დააამარცხა და ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ხოლო თვითონ გილბერტი კი იმ მომენტში სულ რაღაც 16 წლის იყო. ახლა n0thing თამაშის კარგად ცოდნის გამო ერთ-ერთი ამერიკული სტუდიის ანალიტიკოსია და ზოგჯერ მატჩებსაც აკომენტარებს.
5. ფილიპ "NEO" კუბსკი
ფილიპ "NEO" კუბსკი Counter-Strike-ის პროფესიონალურ სცენაზე 2004 წელს გამოჩნდა და თავის პირველ მსხვილ ტურნირზე - World Cyber Games 2004-ზე 24-ე ადგილი დაიკავა, მისმა გუნდმა სახელწოდებით Pentagram-მა ჯგუფიდან გასვლაც ვერ შეძლო. 2005 წელს კუბსკი მეგობრებთან ერთად SEC 2005-ს იგებს, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ კი იმ ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს - WCG 2006-ს. კუბსკის კარგ თამაშზე ვერაფერმა ვერ იქონია გავლენა, ვერც დისციპლინის გამოცვლამ. ის CS:GO-შიც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და არის.
4. პატრიკ "f0rest" ლინდბერგი
2005 წელს პატრიკ "f0rest" ლინდბერგის გუნდი - Begrip-ი WEG-ის ტრიუმფატორი გახდა და იმ დროისთვის დიდი ფული - 50 000 დოლარი მოიგო, მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდარული ფრაგერის კარიერის დასაწყისისი იყო, რადგან მას შემდეგ მან ისეთ ჩემპიონატებზე იზეიმა გამარჯვება როგორებიც იყო ENC, CPL, GameGune, IEM, SEC, KODE 5 და ა.შ. 2006 წლიდან 2010 წლამდე მისი გუნდი მსოფლიო რეიტინგს არ ტოვებდა. Ninjas in Pyjamas-ში გადასვლის შემდეგ ლინდბერგი CS:GO-ზე გადაერთო და ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატიც კი მოიგო. ის Counter-Strike-ს დღემდე მაღალ დონეზე თამაშობს.
3. ოლე "element" მოუმი
წარსულის ლეგენდის კიდევ ერთი სახელი Counter-Strike-ის თაყვანისმცემლებს ნამდვილად ემახსოვრებათ. ოლე "element" მოუმი ალბათ ყველაზე პოპულარული ნორვეგიელი კიბერსპორტსმენია. element-მა თავი პირველად CPL Summer-ზე და CPL Europe-ზე გამოიჩინა, მეორე ტურნირი მშობლიურ ოსლოში გაიმართა. მოგვიანებით SK Gaming-თან ერთად მან რამდენიმე CPL მოიგო. მოუმმა კარიერა 2011 წელს დაასრულა - CS:GO-ს გამოსვლამდე ერთი წლით ადრე.
2. ემილ "HeatoN" კრისტენსენი
HeatoN-ი მხოლოდ Counter-Strike-ის ლეგენდა ნამდვილად არ არის, რთულია იპოვო ისეთი ზრდასრული ადამიანი, რომელსაც კიბერსპორტი აინტერესებს და არ იცის ვინ არის HeatoN. მან Counter-Strike 1.6-ის პროფესიონალური სცენის მოყვარულებს თავი მძიმე ხასიათით და შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა. HeatoN-ს კარიერის პირველივე წელს CPL-ის სერიის ოთხი პრესტიჟული ტურნირი მოიგო, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი კიდევ ცხრა პრესტიჟულ ჩემპიონატზე იზეიმა გამარჯვება, მათ შორის DreamHack Summer 2002 და WCG 2003. 2012 წლიდან 2018 წლამდე ის Ninjas in Pyjamas-ის მენეჯერიც იყო.
1. აბდისამად "SpawN" მოჰამედი
Counter-Strike 1.6-ის მეფემ - აბდისამად "SpawN" მოჰამედმა კარიერა 2000 წელს დაიწყო და პოპულარული მალევე გახდა. მისი სტილის, უნივერსალურობის და წარმოუდგენელი მომენტების გამო ის კიბერსპორტის ისტორიაში სამუდამოდ დარჩა. SpawN-ის წარუმატებელი Ninja-Defuse CPL 2005-ზე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ მომენტად ითვლება. აბდისამადს CPL-ის სერიის ოთხი ტუნრირი და არაერთი სხვა პრესტიჟული ჩემპიონატი აქვს მოგებული. მან კარიერა 2010 წელს დაასრულა.