GEOCS

რიცხვი:
GEOCS.GE
დაიცავით წესრიგი საიტზე და ადმინი დაგიცავთ თქვენ!!!

სერვერები

ავტორიავტორი: Se_IaQe | დაემატადაემატა: 1-07-2026, 16:22

💡 შენიშვნა: ეს ოპტიმიზაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერს ძირითადად თამაშებისთვის იყენებ!

🔥 ნაბიჯი 1: ზედმეტი სერვისების გათიშვა (Services.msc)
დააჭირე კლავიატურაზე Win + R, ჩაწერე services.msc და დააჭირე Enter.

მოძებნე ქვემოთ მოცემული სერვისები, სათითაოდ გახსენი, Startup type შეუცვალე Disabled-ზე და დააჭირე Stop:

🛠️ SysMain (Superfetch): ტვირთავს პროგრამებს მეხსიერებაში, მაგრამ ხშირად აგდებს FPS-ს და გრუზავს დისკს.

🛠️ Windows Search: მუდმივად აინდექსებს ფაილებს, რაც ტყუილად მოიხმარს CPU-სა და დისკის რესურსს.

🛠️ Connected User Experiences and Telemetry: აგზავნის მონაცემებს Microsoft-ში — იყენებს ქსელს ფონურ რეჟიმში და ზრდის პინგს.

🛠️ Xbox Game Bar Service: სრულიად უსარგებლოა CS 1.6-ისთვის, ხშირად იწვევს მაუსის დაგვიანებას (delay).

🛠️ Windows Error Reporting Service: აგზავნის სისტემური შეცდომების რეპორტებს, რაც მოთამაშეს არაფერში სჭირდება.

🛠️ Remote Desktop Services: დისტანციური მართვის სერვისი. თუ არ იყენებ, გათიშე უსაფრთხოების მიზნითაც.

🛠️ Windows Update (❗): აჩერებს განახლებების ფონურ ჩამოტვირთვას თამაშის დროს (შეგიძლია ჩართო ხელით, როცა დაგჭირდება).

💾 მნიშვნელოვანია: სერვისების გათიშვის შემდეგ გადატვირთე კომპიუტერი, რომ ცვლილებები ამოქმედდეს!

🔧 ნაბიჯი 2: ავტოჩატვირთვის გაწმენდა (Startup Apps)
ეს ნაბიჯი დაგიგდებს პინგს და საგრძნობლად დააჩქარებს თავად Windows-ის მუშაობას.

გახსენი Task Manager (კლავიშებით Ctrl + Shift + Esc).

გადადი Startup ტაბზე (ახალ Windows-ებზე სპიდომეტრის აიქონი ან Startup apps).

მაუსის მარჯვენა ღილაკით გათიშე (Disable) ყველა ის პროგრამა, რაც თამაშის დროს არ გჭირდება (მაგალითად: Spotify, OneDrive, Discord, Skype, Adobe Updater და სხვა).

🔧 ნაბიჯი 3: Windows-ის ოპტიმიზაცია პინგისთვის
ქსელის დაგვიანების (Latency) მინიმუმამდე შემცირება რეესტრის დახმარებით.

დააჭირე Win + R, ჩაწერე regedit და დააჭირე Enter.

გადადი შემდეგ მისამართზე:
HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Microsoft\Windows NT\CurrentVersion\Multimedia\SystemProfile

ფანჯრის მარჯვენა მხარეს მოძებნე ეს ორი ფაილი და შეუცვალე მნიშვნელობები:

NetworkThrottlingIndex ➡️ გახსენი და ჩაწერე: ffffffff (Hexadecimal რეჟიმში)

SystemResponsiveness ➡️ გახსენი და ჩაწერე: 0 (Hexadecimal რეჟიმში)

📌 შედეგი: ეს ცვლილებები უზღუდავს Windows-ს ქსელური ტრაფიკის ხელოვნურ შეზღუდვას და მთელ პროცესორულ რესურსს უთმობს უშუალოდ თამაშს, რაც პინგს ბევრად უფრო სტაბილურს ხდის.

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება