ავტორი: Se_IaQe
დაემატა: 2-07-2026, 01:16
სნაიპერობა Counter-Strike-ში მოითხოვს არა მხოლოდ სწრაფ რეაქციას,
არამედ ღრმა ტაქტიკურ აზროვნებასა და პოზიციონირების უნარს. კარგი
სნაიპერი გუნდისთვის გადამწყვეტი ძალაა.
სნაიპერობა შეუძლია ნებისმიერს, კარგი სნაიპერობა კი....
1. სნაიპერული იარაღების მიმოხილვა
იარაღი ფასი მჭიდი ეფექტურობა
AWP 4750$ 10 უმაღლესი
Steyr Scout 2750$ 10 მაღალი
G3/SG-1 5000$ 20 მაღალი (ავტომატური)
SG-550 4200$ 30 მაღალი (ავტომატური)
2. ტაქტიკური რჩევები
პოზიციონირება: ყოველთვის ეძებეთ ადგილი, სადაც ზურგი დაცული
გაქვთ. არ დარჩეთ ერთ პოზიციაზე გასროლის შემდეგ – მტერი
აუცილებლად დაიწყებს თქვენს ძებნას.
მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსები:
Quick Switch (სწრაფი გადართვა): გასროლის შემდეგ დაუყოვნებლივ
გადართეთ დანაზე ან პისტოლეტზე და უკან. ეს წყვეტს სროლის
ანიმაციას და გაძლევთ საშუალებას უფრო სწრაფად იმოძრაოთ.
Counter-strafe: სნაიპერული თოფებით მოძრაობისას სროლა
არაზუსტია. გასროლის მომენტში უნდა გაჩერდეთ (მოპირდაპირე
კლავიშის დაჭერით).
Crosshair Placement: სამიზნე ყოველთვის იქ გეჭიროთ, სადაც მტერი
შეიძლება გამოჩნდეს. არ ატაროთ მაუსი უაზროდ.
პისტოლეტის როლი: ახლო დისტანციაზე სნაიპერული თოფი
არაეფექტურია. თუ მტერი ძალიან ახლოს მოვიდა, დაუყოვნებლივ
გამოიყენეთ პისტოლეტი.
3. ფსიქოლოგია და პრაქტიკა
არასოდეს ჩაიციკლოთ Zoom-ზე, თუ გარემო არ კონტროლდება.
პერიფერიული მხედველობა გადაგარჩენთ ზურგიდან თავდასხმისგან.
გახსოვდეთ, თეორია პრაქტიკის გარეშე ფუჭია — ივარჯიშეთ სერვერებზე და
გამოიმუშავეთ "კუნთოვანი მეხსიერება".
წარმატებები ბრძოლის ველზე!