ავტორი: Se_IaQe
დაემატა: 11-07-2026, 16:19
როგორ ვაჩვენოთ ფაილის გაფართოება (Extension) Windows-ში?
ხშირად, ფაილების მართვისას, Windows-ი ავტომატურად მალავს ფაილების ტიპებს (მაგალითად: .txt, .php, .html), რაც ართულებს მათ გარჩევას და რედაქტირებას. ეს პარამეტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვებ-დეველოპერებისა და სერვერის ადმინისტრატორებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ კონფიგურაციების ფაილებთან მუშაობა.
Folder Options-ის მეშვეობით
თუ გსურთ სისტემური პარამეტრებიდან მართოთ ეს ფუნქცია:
გახსენით File Explorer და აირჩიეთ Options (ან "View" -> "Options").
გადადით View ჩანართზე.
სიაში მოძებნეთ Hide extensions for known file types.
მოხსენით მონიშვნა (გააუქმეთ "პწიჩკა") ამ პუნქტს.
დააჭირეთ Apply და OK.
ამ ცვლილების შემდეგ, ყველა ფაილს სახელის ბოლოში გამოუჩნდება მისი შესაბამისი გაფართოება, რაც დაგეხმარებათ სერვერული სკრიპტებისა და ტექსტური ფაილების უფრო მარტივად მართვაში.