GEOCS

რიცხვი:
GEOCS.GE
დაიცავით წესრიგი საიტზე და ადმინი დაგიცავთ თქვენ!!!

სერვერები

ავტორიავტორი: Se_IaQe | დაემატადაემატა: 14-07-2026, 22:30

"კლანი" Shroet Kommando(SK) 1997 წელს დაარსა Quake-ს შვიდმა ახალგაზრდა და ამბიციურმა მოთამაშემ. მოთამაშეების ე.წ. შტაბ-ბინა იყო ძმებ რალფ, ტიმ და ბენჯამინ რეიხერტების საცხოვრებელი სახლი, სხვათაშორის რალფ "Griff" რეიხერტი ამჟამად არის კომპანია ESL-ის დირექტორი, ხოლო ტიმ "Burke" და ბენჯამინ "Kane" რეიხტერები თავის დროზე იყვნენ არამხოლოდ Quake-ს პროფესიონალი მოთამაშეები, არამედ კლუბ "როთ-ვაისს ობერჰაუზენის" მოთამაშეებიც.

ქალაქი ობერჰაუზენი ითვლება SK-ს დაბადების ადგილად. ბევრს დღემდე აინტერესებს თუ რას ნიშნავს Schroet Kommando. საქმე იმაშია, რომ რალფ რეიხერტს Quake-ში ვინჩესტერით თამაშისას ჰქონდა ჩვევა, რომ წამოეყვირებინა "Shroot!", რაც გერმანულ ენაზე ნიშნავს "შრაპნელს". როდესაც ბიჭები დაფიქრდნენ, თუ რა უნდა დაერქმიათ გუნდისთვის, მათ აარჩიეს "Schroet Kommando" რაც გერმანულიდან ნიშნავს "შრაპნელიანი კომმანდო"-ს.

თავისი დაარსების დღიდან SK საკუთარ თავს პოზიცირებდა როგორც Quake გუნდს, მაგრამ SK-ს მულტიგეიმინგამდე განვითარება მოხდა უეცრად - ორგანიზაციამ გაიფორმა Quake-ს ქალთა შემადგენლობა, რომლის მთავარი ვარსკვლავიც იყო ანემარი "XS" ვარნკროსი, ის ამჟამად არის ადგილობრივი ტელეარხის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი. 2000-იანების დასაწყისში SK-მ აიყვანა Counter-Strike-ის შემადგენლობაც და იქცა გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კიბერსპორტულ ორგანიზაციად.

2001 წლის სექტემბერში ორგანიზაციას უერთდება ანდრეას "bds" ტორსტენსონი, რომელიც SK-სთვის აყალიბებს არამხოლოდ პირველ საზღვარგარეთულ გუნდს, არამედ საკულტო ტეგისგან ქმნის მედია-პროექტს - პირველი ორგანიზაცია ისტორიაში, რომელიც ყიდდა საკუთარი ბრენდის სერვისებს(მაისურები, კეპები, თაგვები, კლავიატურები და ა.შ.).


SK Gaming-ს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუპოვა Counter-Strike 1.6-მა. 2001 წლიდან დაწყებული 2012 წლით დამთავრებული ორგანიზაციაში თამაშობდნენ მსოფლიო დონის "ლეგენდები". CS 1.6-ის ეპოქაში SK-ს შემადგენლობაში თამაშობდნენ ისეთი პროფესიონალები როგორებიც არიან HeatoN, Potti, SpawN, ahl, fisker, vilden, Tentpole, walle, zet, allen, RobbaN, GeT_RiGhT, f0rest, Delpan და ბევრი სხვა. ამ მოთამაშეების ნიკები სამუდამოდ ჩაიწერა SK Gaming-ის და ზოგადად პროფესიონალური Counter-Strike-ის ისტორიაში.




SK Gaming-ის საუკეთესო გუნდები Counter Strike 1.6-ში:
2004 წლის SK Gaming - Fisken, SpawN, Potti, HeatoN, ahl
2008 წლის SK Gaming - RobbaN, allen, zet, Tentpole, walle,
2011 წლის SK Gaming - Delpan, f0rest, RobbaN, GeT_RiGhT, Face
SK Ladies - MissHarvey, Potter, JSO, ALI, Benita
მიღწევები Counter Strike 1.6-ში:
CPL Summer 2002 - 1 ადგილი
CPL Cannes 2003 - 1 ადგილი
ESWC Women 2003 - 1 ადგილი
CPL Summer 2003 - 1 ადგილი
CPL Europe Copenhagen 2003 - 1 ადგილი
World Cyber Games 2003 - 1 ადგილი
CPL Winter 2003 - 1 ადგილი
DreamHack Summer 2004 - 1 ადგილი
CPL Summer 2005 - 1 ადგილი
CPL Winter 2005 - 1 ადგილი
SEC 2007 - 1 ადგილი
ESWC 2008 Women - 1 ადგილი
IEM III Global Challenge Los-Angeles - 1 ადგილი
DreamHack Winter 2008 - 1 ადგილი
IEM IV Global Challenge Chengou - 1 ადგილი
SEC 2010 - 1 ადგილი
DreamHack Summer 2011 - 1 ადგილი
GameGune 2011 - 1 ადგილი
IEM VI Global Challenge New-York - 1 ადგილი
ESWC 2011 - ადგილი

SK-ს თავდაპირველი დისციპლინა იყო Quake. დამფუძნებლების გარდა SK-ს შეუერთდნენ სხვადასხვა მოთამაშეები, მათ შორის იყვნენ ჯონ "ZeRo4" ჰილი, იოჰან "Toxic" ქვიქი, მაგნუს "fox" ოლსონი, ბენიამინ "zyz" ბორმანი, კრისტიან "GlitzZz" ჰუკი, სტეფან "SteLam" ლამერტი და ლეგენდარული შეინ "Rapha" ჰენდრიქსონი, ეს უკანასკნელი დღემდე ორგანიზაციაში ირიცხება.
მიღწევები Quake-ში:
ESWC 2003 - 1 ადგილი
CPL Summer - 1 ადგილი
2005 CPL World - 1 ადგილი
WSVG Finals 2006 - 1 ადგილი
World Cyber Games 2006 - 1 ადგილი
DigitalLife 2006 - 1 ადგილი
WSVG Intel Summer 2006 - 1 ადგილი
QuakeCon 2006 - 1 ადგილი
KODE5 Finals 2006 - 1 ადგილი
ESWC Masters Athens 2008 - 1 ადგილი
GamesCom 2009 - 1 ადგილი
QuakeCon 2009 - 1 ადგილი
IEM IV Global Challenge Dubai 2009 - 1 ადგილი
IEM IV World Championship 2010 - 1 ადგილი
ESWC 2010 - 1 ადგილი
QuakeCon 2011 - 1 ადგილი
DreamHack Summer 2012 - 1 ადგილი
QuakeCon 2013 - 1 ადგილი
SK Gaming-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დისციპლინა იყო WarCraft 3. დაარსებიდან რვა წლის შემდეგ - 2010 წლის 18 იანვარს იქნა განთავისუფლებული WarCraft 3-ის ქვეგანყოფილება. SK Gaming-ის შემადგენლობაში თამაშობდნენ HoT, Deadman და Soul. სხვათაშორის ივან "Soul" დემიდოვი WarCraft 3-ში კარიერის დასრულების შემდეგ გახდა პოკერის ცნობილი მოთამაშე. ასევე ღირს გავიხსენოთ შვედი MaDfroG-იც და ბულგარელი Insomnia-ც.
მიღწევები WarCraft 3-ში:
Arbalet Cup 2003 - 1 ადგილი
Blizzard Worldwide Invitational 2003 - 1 ადგილი
ESWC 2003 - 1 ადგილი
Euro Cyber Games 2003 - 1 ადგილი
World Cyber Games 2003 - 1 ადგილი
AMD PG Challenge - 1 ადგილი
Blizzard Worldwide Invitational 2004 - 1 ადგილი
WC3 Masters - 1 ადგილი
Acon 2004 - 1 ადგილი
ClanBase EuroCup 2005 - 1 ადგილი
WSVG Sweden 2006 - 1 ადგილი
ENC 2006 - 1 ადგილი
KODE5 2006 - 1ადგილი
WCG SEC 2007 - 1 ადგილი
SK Gaming-ისთვის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დისციპლინად იქცა StarCraft II-ც. 2010 წლის აგვისტოში ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა StarCraft II-ს ქვეგანყოფილების შექმნის შესახებ და გაიფორმა პირველი მოთამაშეც MaDFroG-ის სახით. SK-ში თამაშობდნენ Joe, Jimpo და inuh. SK Gaming-მა SC II-ში საუკეთესო შედეგები აჩვვენა ჯან "MC" მილ ჩულის მოსვლის შემდეგ. ის SK Gaming-ში თამაშობდა 2012-დან 2014 წლის ჩათვლით.
MC-ს მიღწევები:
IEM Season VI World Championship - 1 ადგილი
Red Bull Battlegrounds: Austion - 1 ადგილი
სამწუხაროდ DotA-ში და Dota 2-ში SK Gaming-ს არაფერი არ გამოუვიდა. 2007 წელს SK-ს DotA შემადგენლობაში თამაშობდნენ ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან Drayich, Loda, Akke და პირველი TI-ს გამარჯვებული ARS-ART. Dota 2-ში SK Gaming გამოჩნდა 2011 წელს, მათ გაიფორმეს დანიური გუნდი monkeybussines, მაგრამ სამი თვის შემდეგ გუნდზე უარი თქვეს, რადგან Dota 2-ში ვერ დაინახეს პერსპექტივები.
SK Gaming-ის ერთადერთი შემადგენლობა Dota 2-ში:
miGGel, Link, ManiA, Angel, RYZE
2010 წელს SK Gaming-მა გადაწყივტა ჩამოეყალიბებინა League of Legends-ის შემადგენლობაც. მას შემდეგ ბევრმა მოთამაშემ ითამაშა SK-ს ტეგის ქვეს, მაგრამ წარმატების მხრივ ცოტამ თუ მიაღწია რამეს. ორგანიზაციის ძირითადი წარმატებები LoL-ში დაკავშირებული არის Ocelote-თან, რომელსაც ამჟამად ფლობს G2 Esports-ი.
მიღწევები League of Legends-ში:
DreamHack Winter 2013 - 1 ადგილი

ალექს მიულერის ხელმძღვანელობის ქვეშ SK Gaming-მა მიიღო არაორდინალური გადაწყვეტილებები. 2012 წელს ორგანიზაციამ უარი თქვა Dota 2-ის შემადგენლობაზე, რადგანაც თამაშში ვერ ხედავდნენ პერსპექტივას, იგივე გააკეთეს CS:GO-ს შემთხვევაშიც. თავის დროზე SK-ს შეეძლო ჰყოლოდა უძლიერესი შვედური გუნდი, მაგრამ მათ CS:GO-ში ვერ დაინახეს მომავალი და აქცენტი გააკეთეს StarCraft II-ზე.
ცოტამ თუ იცის, რომ 2013-2014 წელბში SK-ს ჰყავდა CS:GO გუნდი, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ ორგანიზაციამ უარი თქვა როსტერზე და დახურა CS:GO-ს ქვეგანყოფილება, მაშინ ყველას ეგონა, რომ ორგანიზაცია გაკოტრდა.
2015 წელს SK Gaming-ს სურდა პირველი ინტერნაციონალური გუნდის შექმნა, მათ სურდათ მიკაილ "Maikelele" ბილის და ადილ "ScreaM" ბენტრილის გარშემო ჩამოეყალიბებინათ გუნდი, მაგრამ ეს მოთამაშეები აიყვანა Team Kinguin. პირველი მცდელობის შემდეგ SK-მ გადაწყვიტა Copenhagen Wolves-ის შემადგენლობის გაფორმება. მოთამაშეები ყოველთვიურად იცვლებოდნენ, მაგრამ გუნდმა მაინც ვერაფერი ვერ მოახერხა.
2016 წლის ზაფხულში კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი მოხდა. ალექს მიულერმა შეეცადა გადაებირებინა Luminosity Gaming-ის მოთამაშეები, მიულერმა მოთამაშეებს დაჰპირდა სოლიდურ კონტრაქტებს. ბრაზილიელები მოიხიბლნენ შემოთავაზებით და გააფორმეს კონტრაქტები, თუმცა Luminosity-ს კონტრაქტებს ჯერ ვადა არ ჰქონდათ გასული. საბოლოდ მხარეებმა ყველა საკითხი გადაჭრეს და დღეს SK Gaming-ს CS:GO-ში წარმოადგენენ ბრაზილიელი ლეგიონერები, რომლებთან ერთადაც SK-ს ისტორიაში დაიწყო ახალი ეპოქაც.
მიღწევები CS:GO-ში:
ESEA 19: Premier Division Europe - 1 ადგილი
99Damage Masters 4 - 1 ადგილი
ESL One Cologne 2016 - 1 ადგილი

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება